ყველასთვის კარგად არის ცნობილი ქამელეონების უნარი სწრაფად შეიცვალონ სხეულის შეფერილობა. ეს უნარი დაკავშირებულია სხეულის საფარველის განსაკუთრებულ აგებულებასთან: კანის გარეთა ბოჭკოებში და უშუალოდ კანის სიღრმეში განლაგებულია ქრომატოფორები – განშტოებული უჯრედები, რომლებშიც მოთავსებულია სხვადასხვა ფერის ( მუქი ყავისფერი, მოწითალო, მოყვითალო) პიგმენტები. შეფერილობის ცვალებადობა განპირობებულია, როგორც გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედებით, ასევე შიმშილის, შიშის, წყურვილის და სხვა ფაქტორებით.
არცთუ იშვიათად ქამელეონის შეფერილობა დაკავშირებულია მუქარის დემონსტრირებასთან, რაც მათთვის მტრისგან , ერთერთი თავდაცვის ფორმაა. გაბრაზებული ან შეშინებული ქამელეონი ძალიან სწრაფად იცვლის შეფერილობას.
არცთუ იშვიათად ქამელეონის შეფერილობა დაკავშირებულია მუქარის დემონსტრირებასთან, რაც მათთვის მტრისგან , ერთერთი თავდაცვის ფორმაა. გაბრაზებული ან შეშინებული ქამელეონი ძალიან სწრაფად იცვლის შეფერილობას.
მათე ბიწაძე
Comments
Post a Comment