Skip to main content

Posts

ქამელეონის სწორად არჩევა.

როგორ ვიზრუნოთ ქამელეოზე? თუ შენ გინდა ქამელეონი, ეს იქნება შესანიშნავი შინაური ცხოველი, შენ უნდა დაამყარო წესები, იმისთვის, რომ შენი ქამელეონი იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი. გაიგე რა ტიპის ქამელეონი გსურს და შეარჩიე აღჭურვილობა მისთვის. ქამელეონის სწორად არჩევა 1. დარწმუნდი რომ ნამდვილად გინდა ის. ქამელეონები არიან ძალიან რთული ქმნილებები, საჭიროა შეძლო მათი გაგება მანამ, სანამ ზრუნვას დაიწყებ, გარდა ამისა ქამელეონი არის რეპტილია, რომელსაც არ მოსწონს იყოს შეპყრობილი.  ქამელეონები მარტივად ისტრესებიან . მათ სჭირდებათ სპეციალური გარემო., ისინი ვერ ეწყობიან ხმამაღალ მუსიკას, რთულად ეწყობიან სხვა შინაურ ცხოველებს. ნუ აიძულებთ, შეეწყონ კატას ძაღლს ან  სხვა შინაურ ცხოველს. 2. აიყვანე ის ჯიში რომელიც გსურს. მოსავლელად ყველაზე მარტივია vieled, yemen, jackson's და panter ქამელონის ჯიშები. გასაყიდ ქამელეონთა უმრავლესობის ასაკია 3-8 კვირა. ქამელეონს აქვს რთული თვისებები, საჭიროა გაეცნო მათი კვების გზებს სანამ მის ყიდვას გადაწყვეტ.           ...
Recent posts

როგორ იცვლის ქამელეონი ფერს?

ყველასთვის კარგად არის ცნობილი ქა მელეონების უნარი სწრაფად   შეიცვალონ სხეულის შეფერილობა.  ეს უნარი დაკავშირებულია სხეულის საფარველის განსაკუთრებულ აგებულებასთან:  კანის გარეთა ბოჭკოებში და უშუალოდ კანის სიღრმეში განლაგებულია  ქრომატოფორები  – განშტოებული უჯრედები, რომლებშიც მოთავსებულია სხვადასხვა ფერის ( მუქი ყავისფერი, მოწითალო, მოყვითალო) პიგმენტები. შეფერილობის ცვალებადობა განპირობებულია, როგორც გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედებით, ასევე შიმშილის, შიშის, წყურვილის და სხვა ფაქტორებით. არცთუ იშვიათად ქამელეონის შეფერილობა დაკავშირებულია მუქარის დემონსტრირებასთან, რაც მათთვის მტრისგან , ერთერთი თავდაცვის ფორმაა. გაბრაზებული ან შეშინებული ქამელეონი ძალიან სწრაფად იცვლის შეფერილობას. მათე ბიწაძე

ქამელეონის გრძნობათა ორგანოები

გრძნობათა ორგანოები ქამელეონებს განსაკუთრებულად აქვთ განვითრებული მხედველობის ორგანოები.   მათ დიდი, მრგვალი თვალები აქვთ რომლებიც შემოსაზღვრულია ვიწროქერცლიანი რგოლოვანი ქუთუთოთი. თვალის ყველა დანარჩენი ნაწილი მუდმივად ჩამალულია კანქვეშ. ორივე თვალი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. ასევე, ორივეს შეუძლია თავისუფლად იბრუნოს 180 °  –ით ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხოლო 900 ° –ით ვერტიკალურ სიბრტყეში. თვალის ამგვარი აგებულების გამო, ქამელეონს მჯდომარე მდგომარეობაში შეუძლია ერთი თვალით იყუროს ზევით, ხოლო მეორეთი ქვევით. ქამელეონებს საშუალება აქვთ თავის გაუნძრევლად უთვალთვალონ ყველაფერეს რაც მათ გარშემო ხდება. ქამელეონებს არ აქვთ ყურის ბარაბანის აპკი, რის გამოც არ შეუძლიათ ჰაერში გავრცელებული ხმები მიიღონ ანუ მათ სმენა არ აქვთ განვითარებული. ასევე ძალიან საინტერესოა ქამელეონების მაღალგანვითარებული ენა. მას აქვს მრგვალი გვერდითი კვეთი. მათი ენის სისწრაფეა დაახლოებით 60 მილი საათში ხოლო გარეთ გამოსროლილი ენის სიგრძე რამდენჯერმე აღემატება სხეულის სიგრძეს. ენა სა...

ქამელეონზე ზედაპირული ინფორმაცია

ქამელეონი ქამელეონების უმრავლესობა ხეზე ცხოვრების წესს ეწევა და იშვიათდ ჩმოდის მიწაზე, არსებობს სახეობა რომელიც მხოლოდ ხმელეთზე ცხოვრობს. მამრი მკვეთრად განსხვავდება მდედრისგან, ფეხები მდედრს უფრო გრძელი აქვს, მათი ურთიერთსაპირისპიროდ განლაგებული თითები ბოლოვდება მოკლე ფრჩხილებით, გარდა ბოლოს წინა თითისა. ყველა თითი ერთი კანის ნაჭოშია ჩასმული. ასეთი ფალანგების აგებულება საშუალებას  იძლევა ადვილად მოეჭიდოს წვრილ ტოტსაც კი ( ერთი  კ ანის ნაჭოში  გაერთიანებულია 2-2 ან 3-3 თითი )  ქამელეონს აქვს გრძელი კუდი და შუძლია სპილარულად დაეხვიოს ტოტს. ფ ალანგები-თითების მოკლელულოვანი ძვლები.                                                       მათე ბიწაძე